ფიზიკა-გეოგრაფია
ატმოსფერული წნევა
ატმოსფერული წნევა
გაკვეთილის
მთავარი თემა
|
ატმოსფერული
წნევა
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო, კლასი მე-7
|
მასწავლებლები
|
ლიანა ხარაული,
ნათია მამუკაშვილი
|
ინტეგრირებული საგნები
|
გეოგრაფია
, ფიზიკა
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
8
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
თერმომეტრის მეშვეობით
ზომავს ჰაერის ტემპერატურას, აგებს ჰაერის ტემპერატურის ცვლილების გრაფიკს
·
ატარებს ცდებს (ქმნის მოდელებს) და აკვირდება სითხეებსა და აირებში წნევის
განაწილებას. დაკვირვების შედეგებს აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
·
ატარებს
ცდებს ატმოსფერული წნევის მოქმედების გამოსავლენად, აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
|
გაკვეთილის მიზნები
|
გეოგრაფია
·
მოსწავლეებმა შეძლონ მსჯელობა ატმოსფერული წნევის შესახებ და ატმოსფერული წნევის სარტყელების განლაგების სქემის
შედგენა
·
იმსჯელოს წნევის
მნიშვნელობის შესახებ ორგანიზმის გარემოსთან შეგუებლობაზე;
ფიზიკა
·
ჩაატარონ ცდები სხეულთა მიერ წარმოებულ წნევაზე დასაკვირვებლად, გააკეთონ
მონაცემთა ანალიზი და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები;ჩაატარონ ცდები ატმოსფერული წნევის მოქმედების გამოსავლენად, გაანალიზონ
და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები;
|
ესგ-ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
|
გეოგრაფია
გეო.VII.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა
ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე.
ბუნებისმეტყველება(ფიზიკა)
ბუნ.VII.10. მოსწავლეს შეუძლია წნევის დახასიათება.
|
წინასწარი ცოდნა
|
· ახასიათებენ ატმოსფეროს შრეებს და მოყავთ
მაგალითები ატმოსფეროს მნიშვნელობის შესახებ;
· ახასიათებენ
ჰავის ძირითად ტიპებს და რუკის მეშვეობით
გამოყოფენ კლიმატურ სარტყლებს;
· ატარებენ ცდებს და აკვირდებიან სითხეებსა და აირებში წნევის განაწილებას.
დაკვირვების შედეგებს აანალიზებენ
და გამოაქვთ
შესაბამის დასკვნები.
· შეუძლიათ ჩამოთვლონ პასკალის კანონის გამოყენების მაგალითები
ტექნიკიდან და ყოფა-ცხოვრებიდან;
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
·
ინფორმაციის მოძიების, გაანალიზების და
გამოყენების უნარი
·
შემოქმედებითი უნარი
·
კავშირების დადგენის უნარი
·
თანამშრომლობა
·
ჯგუფური მუშაობა
·
აქტიურობა, ჩართულობა
·
საკუთარი მოსაზრების გამოთქმა
·
არგუმენტირება
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
სახელმძღვანელო,დაფა,
ცარცი, რვეული, ფურცლები, კალმები,წნვის საზომი აპარატი, რუკა, ტემპერატურის საზომი,სანთელი,წყალი,
საღებავი, ფინჯანი, ასანთი
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხების
მოგვარება, თემის გაცნობა (2წთ)
ფაზა
A
ნასწავლი მასალის ანალიზი
როგორ თბება და ნათდება დედამიწა?
რომელი სითბური სარტყელებია
დედამიწაზე?
რა არის ტროპიკული და პოლარული წრეები?
რომელ სითბურ სარტყელში მდებარეობს
საქართველო
რატომ არის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე თბილი თვე ივლისი, ხოლო ცივი იანვარი?
(5 წთ)
ფაზა
B
აქტივობა
1
აზრობრივი ასოციაცური რუკა საკვანძო სიტყვა ,, ატმოსფერო“
ტექსტზე მუშაობა (6წთ)
აქტივობა
2
ექსპერიმანტის ჩატარება ატმოსფერულ წნევაზე (6წთ)
წნევის გაზომვა წნევის აპარატით
აქტივობა
3
ჯგუფური სამუშაო (15 წთ)
I ჯგუფის დავალება
1. რას
უდრის ჰაერის ტემპერატურა იმ თვითმფრინავის გარშემო, რომელიც10500მ-ზე სიმაღლეზე
მიფრინავს, დედამიწაზე კი ამ დროს ჰაერის ტემპერატურა +200c
2. განსაზღვრე
ტემპერატურის დღე-ღამური ამპლიტუდა შემდეგი მონაცემების მიხედვით -50c და 180c
3. დახაზე
ჰაერის ტემპერატურის ცვლილების გრაფიკი შემდეგი მონაცემების მიხედვით: 1 სთ -60c, 4
სთ -40c, 7სთ -10c, 10 სთ +20c, 15სთ +100c , 16 სთ +80c, 19სთ +50c,22სთ 00c
II ჯგუფის
დავალება
1. რას უდრის ჰაერის ტემპერატურამთის ძირში, თუ 3
კმ სიმაღლეზე თერმომეტრი 00c-ს
აჩვენებს?
2. შენი
აზრით დევს თუ არა თოვლი მწვერვალზე:
კილიმანჯარო (5895 მ) თუ მის ძირში ჰაერის ტემპერატურა +250c
3. დახაზე
ჰაერის ტემპერატურის ცვლილების გრაფიკი შემდეგი მონაცემების მიხედვით: 1 სთ -60c, 4
სთ -40c, 7სთ -10c, 10 სთ +20c, 15სთ +100c , 16 სთ +80c, 19სთ +50c,22სთ 00c
ჯგუფური სამუშაოს პრეზენტაცია (5წთ)
ფაზა
c
რეფლექსია
გაკვეთილის შეჯამება კითხვებით (5წთ)
1.
ერთი და იმავე
ადგილას
რატომ იწონის თანაბარი მოცულობის ცივი ჰაერი
მეტს, თბილი კი ნაკლებს?
2.
რატომ იწვევს
ტემპერატურის მომატება წნევის დაცემას?
3.
შეიცვლება თუ არა
ტემპერატურა და ატმოსფერული წნევა ღრმა
შახტში?
4.
დედამიწის ხმელეთზე
სად შეიძლება იყოს ყველაზე მაღალი წნევა და ყველაზე დაბალი წნევა?
საშინაო
დავალება: (1წთ)
გამოთვალეთ
რა სიმაღლისაა მთა, თუ მის ძირში 00c ტემპერატურაზე 760 , ხოლო
მწვერვალზე 440მმ წნევაა.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий