სამოდელო გაკვეთილები













თემა             
მრავალკუთხედის პერიმეტრი
სწავლების საფეხური
 საგანი
მასწავლებელი
დაწყებითი საფეხური, მეოთხე კლასი
მათემატიკა
 ნათია მამუკაშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა
 განსაკუთრებული საჭიროების
10 მოსწავლე
 0
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისწავლონ მრავალკუთხედის, კერძოდ სამკუთხედის, ოთხკუთხედის პერიმეტრის გამოთვლა
 აქტივობის მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები.
ბავშვებმა განივითარონ მრავალკუთხედის პერიმეტრის გამოთვლისა და მიღებული შედეგის სტანდარტულ ერთეულებში დაფიქსირების უნარ-ჩვევები
მათ. IV.5. იყე ნებს და ერთმანეთთან  აკავ შირებს ზომის სხვა დასხვა ერ თეულებს
მათ. IV.8. აღ წერს გეომეტრიულ ფიგურებს და ახდენს მათ კლასიფიკაციას
 მათ. IV.9. ქმნის ბრტყელი და სივრცული ფიგურების გრფიულ  გამოსაულებებს და მოდელებს
მათ. IV.10. პოულობს საგანთა და ფიგურათა ზომებს და ობიექტთა შორის მანძილებს

შეფასების საგანი 
მოსწავლეები შეფასდებიან: საგაკვეთილო პროცესში ჩართულობით,   ზეპირი პრეზენტაციით, ჯგუფში აქტიურობით, მსჯელობით, სავარჯიშოების შესრულებით.
სასწავლო მასალა და  რესრუსები
სახელმძღვანელო „ მათემატიკა“ ი.რუხაძე, დაფა, ცარცისახაზავები, ფანქრები, ფლომასტერები, ქსეროასლის ფურცლები გასაზომი მრავალკუთხედებით, დროშები
გაკვეთილის მსვლელობა საკლასო  მენეჯმენტი
A-ფაზის- (გამოწვევა)
 აქტივობა1  -  3წთ
გაკვეთილი იწყება განვლილი მასალის გამეორებით. ვიხსენებთ მრავალკუთხედებს და საზომ ერთეულებს
 აქტივობა 2--  5წთ
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს - ჩამოთვალეთ მრავალკუთხედები. რამდენი გვერდი აქვს თითოეულ მათგან?, რას ვუწოდებთ ამ გვერდებს? რითი ვზომავთ გვერდებს? კიდევ რა საზომები იცით? რაში გვჭირდება მათი ზომების გაგება? დაკავშირებული არის თუ არა თქვენს ყოფა ცხოვრებასთან?
B-ფაზა   შინაარსის რეალიზება 
აქტივობა -10 წთ 
მასწავლებელი დაფაზე გამოფენს პლაკატებს კვადრატის, სამკუთხედის, მართკუთხედის გამოსახულებებით, სთხოვს მოსწავლეებს გაზომონ ამ ფიგურების გვერდები და იპოვონ მათი სიგრძეთა ჯამი. მოსწავლეები მასწავლებლის ხელმძღვანელობით შეასრულებენ ამ დავალებას. მასწავლებელი დასძენს - ჩვენ გამოვითვალეთ ფიგურის პერიმეტრები, რადგან ფიგურის გვერდების სიგრძეთა ჯამს პერიმეტრი ეწოდება. სთხოვს გაზომონ მათემატიკის წიგნის ზედაპირის პერიმეტრი
აქტივობა -12წთ
მასწავლებელი დაყოფს მოსწავლეებს ჯგუფებად და დაურიგებს ქსეროასლის ფურცლებს, რომლებზეც გამოსახულია მრავალკუთხედები, სთხოვს მათ გაზომონ ამ მრავალკუთხედების  გვერდები და გამოთვალონ მათი პერიმეტრები
აქტივობა 5   - 5 წთ
 ჯდუფური სამუშაოს დასრულებას ჯგუფი დროშის აწევით აცნობებს მასწავლებელს და ელოდება მეორე ჯგუფს. პრეზენტაციას ახდენენ ჯგუფის ლიდერები
.
C-ფაზა
აქტივობა6  —8წთ
 მასწავლებლის ხელმძღვანელობით მოსწავლეები განიხილავენ სახელმძღვანელოში მოცემულ მასალას და შეასრულებენ შესაბამის სავარჯიშოებს. გაზომავენ სახელმძღვანელოში მოცემულ ნახატების პერიმეტრს.
აქტივობა 7 -  2 წთ
საშინაო დავალება-სახლში შეასრულონ წიგნში მოცემული დავალება და მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გამოთვალონ სახლში თავისი საწერი მაგიდის პერიმეტრი

გაკვეთილის შეჯამება.
მოსწავლეთა სიტყვიერი შეფასება. შეფასება გაკეთდება რუბრიკის საშუალებით.




















































































შეფასების რუბრიკა დამოუკიდებელ სამუშაოში
მოსწავლემ სწორად გაზომა მრავალკუთხედის გვერდების სიგრძე, სწორად გამოთვალა მრავალკუთხედის პერიმეტრი
მაღალი
მოსწავლემ სწორად გაზომა მრავალკუთხედის გვერდების სიგრძე, მაგრამ დაუშვა შეცდომები მრავალკუთხედის პერიმეტრის გამოთვლაში
საშუალო
მოსწავლემ არასწორად გაზომა მრავალკუთხედის გვერდების სიგრძე, დაუშვა შეცდომები მრავალკუთხედის პერიმეტრის გამოთვლაში, დასჭირდა მასწავლებლის დახმარება
დაბალი


ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

                                                                 
შეფასების კრიტერიუმები
ყველა 3
უმეტესობა 2
ზოგიერთი 1
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია

ჯგუფის წევრები უსმენე ერთმანეთს

ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)

ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს

ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს

ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს



















Комментариев нет:

Отправить комментарий