სილაბუსები

საგანი-მათემატიკა
კლასი- IV
პედაგოგი: ათია მამუკაშვილი         

მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: 577-09-34-84
ელექტრონული ფოსტა: natia631@gmail.com

2013-2014 სასწავლო წელი


1. სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა:
ორი სემესტრი. კვირაში 5 სთ. პირველ სემესტრში -70 სთ. მეორე სემესტრში -95 სთ.
 სულ - 165 საათი.
2. სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა:
თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში. მათემატიკა ხელს უწყობს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას, იძ-ლევა ეფექტიანი, ლაკონური და არაორაზროვანი კომუნიკაციის საშუალე-ბას. მისი გამოყენებით შესაძლებელია რთული სიტუაციის თვალსაჩინო წარმოჩენა, მოვლენების ახსნა და მათი შედეგების განჭვრეტა.
დაწყებით საფეხურზე ხდება არითმეტიკული მოქმედებების და მათი ადეკვატურად გამოყენების უნარის ჩამოყალიბება; არითმეტიკული მოქმედებების თვისებებისა და მათ შორის კავშირების გააზრება; არითმეტიკული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარის განვითარება.
გარდა ამისა, მოსწავლეებს უყალიბდებათ ათობითი პოზიციური სი-სტემის სრულყოფილი გაგება და მრავალნიშნა რიცხვებზე მოქმედებების შესრულებისას მისი გამოყენების უნარი; წილადის სხვადასხვა ასპექტის (როგორც მთელის ნაწილი, ერთობლიობის ნაწილი, მდებარეობა რიცხვით ღერძზე და გაყოფის შედეგი) გააზრება.
სასწავლო კურსი მოსწავლეებს უქმნის მათემატიკური ცოდნის სა-ფუძველს და ხელს უწყობს მათში მათემატიკის შემდგომი შესწავლისათ-ვის შესაბამისი უნარების განვითარებას. პირველი სამი კლასი არის მოსამ-ზადებელი ეტაპი მათემატიკის შესასწავლად, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლებისა და აღზრდის ერთიანობაში განხორციე-ლებას.

3. სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში:

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგანი.
4. სასწავლო საგნის მიზანია:
მათემატიკის საგნობრივ პროგრამაში გამოყოფილია ოთხი მიმარ-თულება: რიცხვები და მოქმედებები; გეომეტრია და სივრცის აღქმა; მონა-ცემათა ანალიზი, სტატისტიკა და ალბათობა; კანონზომიერებები და ალ-გებრა. დაწყებით საფეხურზე ყველა ამ მიმართულებას მკაფიოდ ჩამოყა-ლიბებული მიზნები აქვს.

        რიცხვები და მოქმედებები:
ამ საფეხურზე უნდა მოხდეს არითმეტიკული მოქმედებების და მათი ადეკვატურად გამოყენების უნარის ჩამოყალიბება; არითმეტიკული მოქ-მედებების თვისებებისა და მათ შორის კავშირების გააზრება; არითმეტი-კული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნე-ლობის შეფასების უნარის განვითარება.
გარდა ამისა, მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს ათობითი პოზიციუ-რი სისტემის სრულყოფილი გაგება და მრავალნიშნა რიცხვებზე მოქმედე-ბების შესრულებისას მისი გამოყენების უნარი; წილადის სხვადასხვა ას-პექტის (როგორც მთელის ნაწილი, ერთობლიობის ნაწილი, მდებარეობა რიცხვით ღერძზე და გაყოფის შედეგი) გააზრება.

1. კანონზომიერება და ალგებრა:
ამ საფეხურზე მიმართულების მიზანია მარტივი კანონზომიერებე-ბისა და სიდიდეებს შორის დამოკიდებულების ამოცნობის უნარის განვი-თარება, არითმეტიკული ოპერაციების თვისებების და ასოითი აღნიშვნ-ების გამოყენების შესწავლა.

2. გეომეტრია და სივრცის აღქმა:
ამ საფეხურზე, მიმართულების ძირითადი მიზანია გეომეტრიული ობიექტების ურთიერთგანლაგების აღწერისა და დემონსტრირების უნა-რის განვითარება; გეომეტრიულ ობიექტთა კომპონენტების ამოცნობისა და მათი ურთიერთმიმართების აღწერის უნარის განვითარება; ატრიბუ-ტების მიხედვით ფიგურის ამოცნობისა და მისი მოდელის შექმნის უნარის განვითარება.

3. მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა;
ამ საფეხურზე მიმართულების სწავლების მიზანია მოსწავლეები გაეცნონ აღწერითი სტატისტიკის ელემენტებს - თვისობრივ და დისკრე-ტულ რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვების, მოწესრიგების, წარმოდგე-ნისა და ინტერპრეტაციის საშუალებებს.

5. სასწავლო საგნის ამოცანები საბაზო საფეხურზე:

სასწავლო კურსის ძირითადი ამოცანებია:
დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ უნარ-ჩვევებს:
1. არითმეტიკული მოქმედებების შესრულება (მათ შორის საგანთა ერთობლიობების გამოყენებით);
2. არითმეტიკული მოქმედებების სიტყვიერი აღწერა (მაგ. „... ჯერ“, „...ით“);
3. რიცხვების ჩაწერა და დასახელებები;
4. გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და მათი აღწერა;
5.ფიგურების კონსტრუირება;
6. ფიგურების ურთიერთგანლაგების აღწერა;
7. მანძილის გაზომვისა და განსაზღვრის ხერხების/საშუალებების ცოდნა და გამოყენება;
8. მარტივი კანონზომიერებების ამოცნობა და გავრცობა (მაგ. საგანთა მიმდევრობები, რიცხვების პერიოდული მიმდევრობები, ფიგურების მო-ზაიკური განლაგება);
9. მიმართულების, გადაადგილების და მარშრუტის სიტყვიერი აღწე-რა და სქემატური გამოსახვა;
10. ტერმინების: „ყველა“, „ყოველი“, „თითეოული“, „ზოგიერთი“, „ერთ-ერთი“, „არცერთი“, „ერთადერთიგამოყენება რიცხვების თვისე--ბების ან რიცხვთა ერთობლიობებს შორის მიმართების დადგენისას;
11. მონაცემთა დალაგება, დაჯგუფება და კლასიფიკაცია მითითებუ-ლი კრიტერიუმების მიხედვით;
12. საზომი ერთეულების (მანძილის, დროის, ფულის ერთეულების) და მათ შორის მიმართებების ცოდნა და გამოყენება.

მსჯელობა-დასაბუთება
Øვარაუდის გამოთქმა და კერძო შემთხვევებში მისი კვლევა;
Øდამტკიცების, დასაბუთების ხერხის შერჩევა (მაგ. დასაბუთებისას საწინააღმდეგოს დაშვების მეთოდის გამოყენება, ევრისტული მეთო-დის გამოყენება);
Øგამონაკლისი შემთხვევების აღნიშვნა და მათი განზოგადების არამიმართებულობის დასაბუთება კონტრმაგალითის მოძებნით.

კომუნიკაცია
Øტერმინების, აღნიშვნებისა და სიმბოლოების კორექტულად გამო-ყენება;
Øინფორმაციის მიღებისა და გადაცემის შესაფერისი საშუალებების შერჩევა აუდიტორიისა და საკითხის გათვალისწინებით;
Øინფორმაციის გადაცემისას საკითხის არსის (მაგ. ობიექტის არ-სებითი თვისებების) წარმოჩენა.
მოდელირება
ჩვეულ გარემოში (ყოველდღიურ ცხოვრებაში) მათემატიკური ობიექ-ტებისა და პროცესების შემჩნევა და მათი თვისებების გამოყენება მოდე-ლის აგებისას, პრაქტიკული (ყოფითი) ამოცანების გადაჭრისას.
პრობლემების გადაჭრა
Øამოცანის შინაარსის აღქმა, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების გააზრება-გამიჯვნა;
Øპრობლემის განსაზღვრა და მისი ჩამოყალიბება, მათ შორის არას-ტანდარტულ ვითარებაში (მაგ. როდესაც პრობლემის გადასაჭ-რელად საჭირო მათემატიკური პროცედურა ცალსახად არაა გან-საზღვრული);
Øკომპლექსური (რთული) პრობლემის საფეხურებად, მარტივ ამო-ცანებად დაყოფა და ეტაპობრივად გადაჭრა (ამოხსნა), მათ შორის სტანდარტული მიდგომებისა და პროცედურების გამოყენებით;
Øპრობლემის გადასაჭრელად საჭირო სტრატეგიებისა და რესურ-სების შერჩევა, მათი გამოყენება და ეფექტიანობის მონიტორინგი;
Øპრობლემის გადაჭრისას ადეკვატური დამხმარე ტექნიკური სა-შუალებებისა და ტექნოლოგიების შერჩევა და მათი გამოყენება.
დამოკიდებულება
Øთანამშრომლობა ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას; კორექ-ტულობა მასწავლებელთან და მეგობრებთან მიმართებაში;
Øსამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის ხერხებისა და მეთოდების ფლობა.

6. სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპენტეციები:
მოსწავლეს შეუძლია:
Øერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაო-დენობები და რიგი;
Øერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებე-ბი;
Øგანახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება და მათი და-კავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან;
Øშეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში;
Øრიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას;
Øსაგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შე-დარება;
Øშეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას;
Øთვისობრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად;
Øგარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღ-წერა;
Øფიგურათა ზომების შედარება და დადგენა;
Øთვისობრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ;
Øთვისობრივი მონაცემების მოწესრიგება;
Øთვისობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.

7. სასწავლო კურსის ორგანიზაცია

საკლასო მენეჯმენტის ხერხები:
Øინდივიდუალური;
Øწყვილები;
Øტრიადები;
Øჯგუფები;
Øმთელი კლასი;
Øმეცადინეობის ფორმები;
Øსემინარული;
Øლექციური;
Øპრაქტიკული;
Øკომბინირებული;
Øგაკვეთილი პროექტი;
Øგაკვეთილი კონკურსი;
Øკოლოქვიუმი.
სწავლების მეთოდი:
Øევრისტული (სწავლება აღმოჩენით);
Øკონკრეტული დავალებების დასწავლა;
Øსასწავლო-კვლევითი საქმიანობა (ახალი ცოდნის ძიება, შეძენა, ახალი გამოცდილების, უნარ-ჩვევების შეძენა);
Øინტერაქტიული სწავლება;
Øტექნიკური სწავლება (მოიცავს სასწავლო პროცესის კონსტრუი-რებას);
Øსწავლება დიდაქტიკური თამაშებით;
Øსწავლება დისკუსიით;
Øსწავლება წვრთნით.

8. სასწავლო კურსის შეფასება:
შეფასების ტიპები:
1. მიმდინარე: განმავითარებელი;
2. შემაჯამებელი: განმავითარებელი.
განმავითარებელი შეფასება წარმოადგენს რჩევებს ან რეკომენდა-ციებს წერილობით ან ზეპირი სახით.
აკადემიური შეფასების კომპონენტები:
Øსაშინაო დავალებები;
Øსაკლასო დავალებები;
Øშემაჯამებელი დავალებები.

1. საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები
შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები
1. მათემატიკური ცნებებისა და დებულებების გამოყენება;
2. კავშირებისა და მიმართებების დადგენა;
3. მათემატიკური ობიექტების წარმოდგენა და მათემატიკური ენის ფლობა;
4. მსჯელობა და დასაბუთება;
5. ამოცანის ჩამოყალიბება;
6. მოდელირება;
7. ამოცანის ამოხსნა და მისი რეალიზება;
8. გამოთვლები;
9. დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და საინფორმაციო ტექნო-ლოგიების გამოყენება.

სასიცოცხლო უნარ-ჩვევები:
1. შემოქმედებითობა;
2. თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
3. სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
4. სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი.

დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ უნარ-ჩვევებს:
1.     არითმეტიკული მოქმედებების შესრულება (მათ შორის საგანთა ერთობლიობების გამოყენებით);
2.     არითმეტიკული მოქმედებების სიტყვიერი აღწერა (მაგ. „...ჯერ“, „...ით“);
3.     რიცხვების ჩაწერა და დასახელებები;
4.     გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და მათი აღწერა;
5.     ფიგურების კონსტრუირება;
6.     ფიგურების ურთიერთგანლაგების აღწერა;
7.     მანძილის გაზომვისა და განსაზღვრის ხერხების/საშუალებების ცოდნა და გამოყენება;
8.     მარტივი კანონზომიერებების ამოცნობა და გავრცობა (მაგ. საგან-თა მიმდევრობები, რიცხვების პერიოდული მიმდევრობები, ფი-გურების მოზაიკური განლაგება);
9.     მიმართულების, გადაადგილების და მარშრუტის სიტყვიერი აღ-წერა და სქემატური გამოსახვა;
10.   ტერმინების: „ყველა“, „ყოველი“, „თითოეული“, „ზოგიერთი“, „ერთ-ერთი“, „არცერთი“, „ერთადერთიგამოყენება რიცხვების თვისებების ან რიცხვთა ერთობლიობებს შორის მიმართებების დადგენისას;
11.   მონაცემთა დალაგება, დაჯგუფება და კლასიფიკაცია მითითებუ-ლი კრიტერიუმების მიხედვით;
12.   საზომი ერთეულების (მანძილის, დროის, ფულის ერთეულების) და მათ შორის მიმართებების ცოდნა და გამოყენება.
2. შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავ-ლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო კომ-პონენტის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შე-დეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრუ-ლებისას მოსწავლემ უნდა შესძლოს მათემატიკის საგნობრივი პროგრამით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა.
Øმოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები;
Øდავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა;
Øზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
Øმითითებული უნდა იყვეს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შეფასებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.
შეფასების ფორმები
Øზეპირი გამოკითხვა;
Øწერითი სამუშაო
Øტესტირება;
Øპრეზენტაცია;
Øთვითშეფასება;
Øურთიერთშეფასება.

9. რესურსებ 
მოსწავლის სახელმძღვანელო - გოგიშვილი-ვეფხვაძე -მათემატიკა;
მასწავლებლის სახელმძღვანელო - გოგიშვილი-ვეფხვაძე -მათემატიკა;
ტექნიკური საშუალებები - კომპიუტერი, დაფა, გეომეტრიული ფიგურები, სათვლელი გროვები, საანგარიშო, სახაზავი, ფანქარი, ტაბულები.
ადამიანური რესურსი - ისტ-ის მასწავლებელი, კოლეგა, წიგნის ავტორი.

10.მისაღწევი შედეგი
ზოგადსაგნობრივი:
Øინფორმაციის მოძიება;
Øდახარისხება;
Øშეფასება;
Øშემოქმედებითი უნარი;
Øთვალსაჩინოების გამოყენება და შექმნა.
სპეციფიკურ/საგნობრივი:
Øმათემატკური ტერმინებისა და სიმბოლოების გამოყენება;
Øფიგურებისა და ობიექტების სხვადასხვა ზომებში გამოსახვა, მა-თი მონაცემთა ცხრილებში განთავსება და გრაფიკების აგება;
Øფართობებისა და მოცულობების გამოანგარიშება;
Øკოორდინატთა სისტემაში მონაცემთა აღნიშვნა.
ადაპტაციურ/სასიცოცხლო
Øთანამშრომლობისა და ჯგუფში მუშაობის უნარი;
Øთვითშეფასებისა და თვითკონტროლის უნარი;
Øსწავლისა და შემეცნების უნარი;
Øსასწავლო აქტივობებში მონაწილეობის უნარი;
Øმოლაპარაკებისა და დიალოგის უნარი.
სამუშაო დისციპლინა:
გაცდენების დასაშვები რაოდენობა:
გაცდენების დასაშვები რაოდენობა: - სასწავლო საათის ერთი მესამედი,
დავალიანების დასაშვები რაოდენობა:
შესასწავლი მასალის ერთი მეათედი;
აღდგენები:
თუ დავალიანება საპატიოა, მასწავლებელი ერთი კვირის განმავლო-ბაში უტარებს მოსწავლეს 3 მეცადინეობას. შესასწავლი მასალის ერთი მე-ათედი აღდგება მშობელი-მასწავლებლის მიერ შეთანხმებული მეთოდისა და გრაფიკის მეშვეობით ერთი კვირის განმავლობაში. ერთი მეათედი შე-იძლება აღდგეს ერთ დღეში ტესტური ან საკონტროლო წერით, ან ზეპირი გამოკითხვით, ნაწილ-ნაწილ, ერთი კვირის განმავლობაში.


საგანი-ფიზიკა

პედაგოგი: ათია მამუკაშვილი         

მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: 577-09-34-84
ელექტრონული ფოსტა: natia631@gmail.com

2013-2014 სასწავლო წელი

თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტი გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას იმ ცოდნითა და  უნარ-ჩვევებით, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, ალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ცოდნის პასიური მიმღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს როგორც პროფესიული წარმატებისათვის, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ.
იმისათვის, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებამ დააკმაყოფილოს აღნიშნული კრიტერიუმები, საჭიროა მოსწავლეს:             
·           გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის,  სიახლეთა  აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;
·           განუვითარდეს ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები და შეძლოს მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება;
·           გაცნობიერებული ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა;
·           ჩამოუყალიბდეს გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები;
·           გამოუმუშავდეს  კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარი;
·           განუვითარდეს თვითშეფასების და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი, შეეძლოს საზოგადოებაში  თავისი ადგილიგანსაზღვრა;
·           მიეცეს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა;
·           გაცნობიერებული ჰქონდეს მეცნიერების როლი კაცობრიობის პროგრესში;
·           გააზრებული ჰქონდეს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა კაცობრიობის განვითარებისთვის.

ბუნებისმეტყველების სწავლებისას ყურადღების გამახვილება განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, კვლევა-ძიებს უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გამოყენებაზე არის როგორც თანამედროვე პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნა. იაკობ გოგებაშვილის თანახმად, ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია - “გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა” (“ბუნების კარი”, I გამოცემის წინასიტყვაობა).


 ბ)  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიზანი და ამოცანებ

მიზანი:
საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე   საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს  კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო,  ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.

ამოცანები:
ცოდნა:
·           ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;
·           სამყაროში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური მოვლენები;
·           დედამიწა და გარესამყარო;
·           გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები.

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:
·           დაკვირვება, აღწერა;
·           კვლევის საგნის განსაზღვრა;
·           კვლევის ეტაპების განსაზღვრა;
·           აღრიცხვა;
·           კლასიფიკაცია;
·           გაზომვა;
·           კომუნიკაცია;
·           მონაცემების  ინტერპრეტაცია;
·           განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა;
·           ცდის დაგეგმვა;
·           ცდის ჩატარება;
·           მონაცემთა ანალიზი და შეფასება;
·           მოდელის შექმნა და გამოყენება.

დამოკიდებულება:
·           ინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ;
·           საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება;
·           ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;
·           თანამშრომლობის სურვილი;
·           გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
·           უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.


 



ფიზიკა VIII კლასი


1. სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა:
ორი სემესტრი. კვირაში 2 სთ. პირველ სემესტრში -70 სთ. მეორე სემესტრში -95 სთ.
 სულ - 165 საათი.
2. სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა:
სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მეცნიერული  კვლევა-ძნებაaიება
ფიზიკური მოვლენები
კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
კვლ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

ფიზ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია მექანიკური მუშაობის, სიმძლავრისა და მექანიკური ენერგიის შესახებ მსჯელობა.
ფიზ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია სხეულთა წონასწორობის და მარტივი მექანიზმების მოქმედების პრინციპის დახასიათება.
ფიზ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.
ფიზ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.
ფიზ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია
ენერგიის ფორმებისა და წყაროების
შესახებ მსჯელობა.


წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:

მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება

კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;
·         რჩევს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·         განარჩევს მუდმივ და ცვლად (დამოკიდებულ, დამოუკიდებელ) პარამეტრებს;
·         განსაზღვრავს  კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
·         არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).

კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს  დაკვირვებას ან /და გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;
·         აკვირდება, ზომავს, იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით  რეგისტრირებისთვის (მაგ.,  ცვლადების მნიშვნელობების აღრიცხვა ქრონოლოგიურად);
·         იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 


კვლ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 


კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებმონაცემებს ან  ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·         აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს;  
·         ადარებს  დასკვნებგამოთქმულ ვარაუდს;
·         განიხილავს  დაკვირვებისა  გაზომვების დროს  გამოვლენილ  მოულოდნელობებს, ცდილობს მათ  ახსნას.

მიმართულება: ფიზიკური მოვლენები

ფიზ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია მექანიკური მუშაობის, სიმძლავრისა და მექანიკური ენერგიის შესახებ მსჯელობა.
 შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
  • განასხვავებს მექანიკურ მუშაობას საყოველთაოდ მიღებული “მუშაობის”  ცნებისაგან;
  • რაოდენობრივად ახასიათებს მექანიკური მუშაობისა და სიმძლავრის დამოკიდებულებას მათ განმსაზღვრელ სიდიდეებთან;
  • ჩამოთვლის კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ურთიერთგარდაქმნის მაგალითებ;
  • ადევატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

ფიზ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია სხეულთა წონასწორობის და მარტივი მექანიზმების მოქმედების პრინციპის დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
  • ცდების საშუალებით იკვლევს სხეულთა წონასწორობის სახეებს, ადარებს მათ ერთმანეთს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებ;
  • ამზადებს ბერკეტის მარტივ მოდელს, გამოთქვამს ჰიპოთეზას მისი მოქმედების პრინციპის შესახებ და ამოწმებს ცდებით;
  • აღწერს მარტივ მექანიზმებს (უძრავი და მოძრავი ჭოჭონაქი, ბერკეტი) და მოიპოვებს ინფორმაციას მათი გამოყენების შესახებ ყოფა-ცხოვრებაში;
  • აფასებს მარტივი მექანიზმის მარგი ქმედების კოეფიციენტს;
  • ეძებს ბერკეტის ანალოგიას ორგანიზმებში და აღწერს მათ;
  • ადევატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

ფიზ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ატარებს ცდებს დამუხტული სხეულების ურთიერთქმედების შესასწავლად, აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებ;
·         ატარებს ცდებს ნივთიერების ელექტროგამტარებლობაზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებ;
·         რაოდენობრივად ახასიათებს დენის ძალის, ძაბვის, წინაღობის დამოკიდებულებას მათ განმსაზღვრელ სიდიდეებთან;
·         აგებს ელექტრულ წრედს გამტართა პარალელური და მიმდევრობითი შეერთებით, იკვლევს რაოდენობრივ კავშირს ელექტრული  წრედის მახასიათებელ პარამეტრებს შორის; 
·         რაოდენობრივად აყალიბებს ომის კანონს წრედის უბნისათვის და იყენებს მას კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად;
·         ხსნის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხმარებული ელექტრული ხელსაწყოების მოქმედების პრინციპს და პოულობს ელექტრობასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზებს;
·         რაოდენობრივად აყალიბებს ჯოულ-ლენცის კანონს და იყენებს მას კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად;
·         ცდების საშუალებით აკვირდება დენის მაგნიტურ მოქმედებას, თვისბრივად აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებ;
·         აგებს და წარმოადგენს მარტივი ხელსაწყოს მოდელს ელექტრული მაგნიტის გამოყენებით;
·         ავლენს უსაფრთხოების წესების ცოდნას ექსპერიმენტების დაგეგმვისა და ჩატარებისას, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში ელექტრული ხელსაწყოების მოხმარებისას;
·         ადევატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.  

ფიზ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.
  შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ატარებს ცდებს სხვადასხვა ნივთიერების სითბურ გაფართოებაზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებ;
·         აღწერს ბრიზის წარმოქმნას და სათბურის ეფექტს;
·         ატარებს ცდებს სითბოცვლის პროცესებზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოჰყავს სხეულის გათბობისათვის საჭირო სითბოს რაოდენობის გამოსათვლელი ფორმულა; აანალიზებს დნობა-გამყარების, აორთქლება-კონდენსაციის პროცესებს, რაოდენობრივად აღწერს მათ;
·         მარტივი ცდების საშუალებით აკვირდება და ახასიათებს ზედაპირულ დაჭიმულობას და კაპილარულ მოვლენებს; 
·         აანალიზებს წვის სითბოს, გამოითვლის მას და იყენებს პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად (მაგ. სხვადასხვა საწვავის გამოყენება მომგებიანობის თვალსაზრისით);
·         მოიპოვებს ინფორმაციას და აღწერს სითბური ძრავების მოქმედების პრინციპს  (შიგაწვის ძრავა, ტურბინა);
·         ადევატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

ფიზ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია ენერგიის ფორმებისა და წყაროების შესახებ მსჯელობ.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       განასხვავებს ენერგიის ფორმებს  (მექანიკური, სინათლის, სითბური, ელექტრული) და ჩამოთვლის მათი გამოყენების მაგალითებს;
·       განარჩევს და აღწერს სინათლის და სითბოს ბუნებრივ და ხელოვნურ  წყაროებს, მსჯელობს მათი პრაქტიკული გამოყენების შესახებ;
·       ჩამოთვლის ენერგიის ერთი ფორმიდან მეორეში გარდაქმნის მაგალითებს (მაგ., ჰიდროელექტროსადგური: წყლის მექანიკური ენერგია - ელექტრული ენერგია - სინათლის (ნათურა), მექანიკური (ძრავა) ან სითბური ენერგია (ელექტრო გამათბობელი);
·       განიხილავს საკვებ ნივთიერებებს, როგორც ორგანიზმის ენერგიის წყაროს;
·       ადარებს ერთმანეთს ენერგიის განახლებად და არაგანახლებად წყაროებს, მსჯელობს მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე;
·       სახავს ენერგიის დაზოგვის შესაძლო გზებს, მსჯელობს მის აუცილებლობაზე და ჩამოთვლის მაგალითებ;
·       მოიპოვებს ინფორმაციას ადამიანის მიერ ენერგიის გარდაქმნისა და გამოყენების შესახებ უძველესი დროიდან დღემდე,  ამზადებს რეფერატს;
·       მოიპოვებს ინფორმაციას მისთვის ნაცნობ გარემოში არსებული ბუნებრივი ენერგიის წყაროების შესახებ და სახავს მათი  გამოყენების გზებს.



პროგრამის შინაარსი

მექანიკური მუშაობა, მუშაობის ერთეული. დადებითი, ნულოვანი და უარყოფითი მუშაობა.
სიმძლავრე, სიმძლავრის ერთეული, მექანიკური ენერგია, კინეტიკური და პოტენციური ენერგია (სხეულის დედამიწასთან ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია).
სიმძიმის ცენტრი, სხეულთა წონასწორობა (მდგრადი, არამდგრადი, განურჩეველი).
ბერკეტი. მექანიკის ოქროს წესი. ძალის მომენტი, მომენტების წესი. მარტივი მექანიზმები,..კ.

ორგვარი ელექტრული მუხტი. მუხტის ერთეული, ელექტროსკოპი (ელექტრომეტრი), ელექტრული ველი, ელექტრული ველის ძალწირები, ელექტროსტატიკური ინდუქცია. დამუხტული სხეულების ურთიერთქმედება. 
ელექტრული დენი. ელექტროგამტარები და იზოლატორები. დენის ძალა, ძაბვა, გამტარის წინაღობა, მათი ერთეულები.  ომის კანონი წრედის უბნისათვის, გამტართა პარალელური და მიმდევრობითი შეერთება. ელექტრული სქემები;
დენის მუშაობა და სიმძლავრე. ჯოულ-ლენცის კანონი.
მაგნიტური ველი, წრფივი დენიანი გამტარის და დენიანი კოჭას  მაგნიტური ველი, ველის ძალწირები, დენის მაგნიტური მოქმედება.

ნივთიერებათა სითბური გაფართოება, წყლის ანომალია. სხეულთა შინაგანი (სითბური) ენერგია. თბოგადაცემა და მისი სახეები. ბრიზი. სათბურის ეფექტი. სითბოს რაოდენობა, კუთრი სითბოტევადობა. სხეულის სითბოტევადობა. კალორიმეტრი. სითბური ბალანსის განტოლება. გამყარება-დნობა. აორთქლება-კონდენსაცია, სუბლიმაცია, დუღილი, დუღილის ტემპერატურა.

ზედაპირული დაჭიმულობა, კაპილარული მოვლენები.

დნობის და ორთქლადქცევის კუთრი სითბო. დნობისა და ორთქლადქცევისათვის საჭირო სითბოს რაოდენობა. წვის სითბო, სითბური ძრავები (შიგაწვის ძრავა, ტურბინა), მათი მ..კ.

მექანიკური, სინათლის, სითბური, ელექტრული ენერგიები. ენერგიის გარდაქმნა.
სინათლისა და სითბოს ბუნებრივი და ხელოვნური წყაროები. ენერგიის განახლებადი და არაგანახლებადი წყაროები.



ფიზიკა IX კლასი


1. სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა:
ორი სემესტრი. კვირაში 2 სთ. პირველ სემესტრში -70 სთ. მეორე სემესტრში -95 სთ.
 სულ - 165 საათი.
2. სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა
ფიზიკა
სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
        მეცნიერული  კვლევა-ძნებაaიება
ფიზიკური მოვლენები
კვლ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.

კვლ. IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
კვლ. IX.3მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
კვლ. IX.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

ფიზ. IX.5. მოსწავლეს შეუძლია სხეულთა თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის აღწერა.
ფიზ. IX.6. მოსწავლეს შეუძლია სხეულთა მოძრაობის და ურთიერთქმედებების  აღწერა.
ფიზ. IX. 7. მოსწავლეს  შეუძლია მექანიკური მუშაობისა და ენერგიის შესახებ მსჯელობა.

ფიზ. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია სინათლის გავრცელების კვლევა.


წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:

მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება

კვლ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;
·         არჩევს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·         განარჩევს მოცემული ამოცანისთვის  მუდმივ და ცვლად (დამოუკიდებელ, დამოკიდებულ) პარამეტრებს;
·         განსაზღვრავს  კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
·         არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).                                  

                                                             
კვლ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
     შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·       აწარმოებს  დაკვირვებას და/ან გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;
·       აკვირდება, ზომავს,  იენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით  რეგისტრირებისთვის (მაგ.,  ცვლადების მნიშვნელობების აღრიცხვა ქრონოლოგიურად);
·       იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების  გამოყენებით.
    შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 

კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებმონაცემებს ან  ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·         აანალიზებს მონაცემებს  და გამოაქვს დასკვნები;  
·         ადარებს  დასკვნებგამოთქმულ ვარაუდს;
·         განიხილავს  დაკვირვებისა  გაზომვების დროს  გამოვლენილ  მოულოდნელობებს, ცდილობს მათ  ახსნას.


მიმართულება: ფიზიკური მოვლენები

ფიზ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია სხეულთა თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს მოძრაობის სახეს კოორდინატისა და სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკებით და ითვლის მოძრაობის დამახასიათებელ სიდიდეებს;
·         ატარებს გაზომვებს სხეულის საშუალო სიჩქარის გამოსათვლელად, აანალიზებს შედეგებს;
·         გეგმავს და ატარებს ცდებს სხეულთა წრფივ თანაბარაჩქარებულ მოძრაობაზე დასაკვირვებლად, აწარმოებს შესაბამის გაზომვებს და აღწერს კავშირს მოძრაობის მახასიათებელ სიდიდეებს შორის;
·         აღწერს სხეულის მოძრაობას სხვადასხვა სხეულის მიმართ, ასახელებს მოძრაობის ფარდობითობის მაგალითებ ყოველდღიური ცხოვრებიდან;
·         გეგმავს და ატარებს ცდებს სხეულთა მრუდწირულ მოძრაობაზე დასაკვირვებლად, ატარებს შესაბამის გაზომვებს და აღწერს კავშირს მოძრაობის მახასიათებელ სიდიდეებს შორის;
·         მოიპოვებს ინფორმაციას მზის სისტემის პლანეტების მოძრაობის შესახებ თავისი ღერძისა და მზის გარშემო, ამზადებს რეფერატს;
·         გრაფიკულად წარმოადგენს მოძრაობის დამახასიათებელი ფიზიკური სიდიდეების დროზე დამოკიდებულებას (წრფივი თანაბარი და თანაბარაჩქარებული მოძრაობისას);
·         ადევატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

ფიზ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია სხეულთა მოძრაობის და ურთიერთქმედებების  აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       გეგმავს და ატარებს ცდებს სხეულთა ინერტულობის შესასწავლად, აწარმოებს გაზომვებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებ
·       ახასიათებს ათვლის ინერციულ სისტემებს და ჩამოთვლის სათანადო მაგალითებ;
·       გეგმავს და ატარებს ცდებს ნიუტონის კანონების მართებულობის შესამოწმებლად, აანალიზებს შედეგებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებ
·       აღწერს ნიუტონის კანონების პრაქტიკული გამოყენების მაგალითებს;
·       რაოდენობრივად ახასიათებს ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობას, აკავშირებს სხეულის ფრენის პარამეტრებს საწყის პირობებთან;
·       გეგმავს და ატარებს ცდებს სხეულების დინამიკის შესასწავლად (დახრილი სიბრტყე, გადაბმული სხეულები), შედეგებს აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებ
·       ჩამოთვლის მსოფლიო მიზიდულობის ძალის გამოვლენის მაგალითებ;
·       ადარებს თავისუფალი ვარდნის აჩქარებებს სხვადასხვა ციურ სხეულზე; 
·       გეგმავს და ატარებს ცდებს იმპულსის მუდმივობის კანონის შესასწავლად, აწარმოებს გაზომვებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებ
·       ჩამოთვლიიმპულსის მუდმივობის კანონის საილუსტრაციო მაგალითებ;
·       ადევატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

ფიზ.IX.7.მოსწავლეს  შეუძლია მექანიკური მუშაობისა და ენერგიის შესახებ მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       განასხვავებს მექანიკური ენერგიის ცნებას საყოველთაოდ მიღებული “ენერგიის” ცნებისაგან;  
·       აკავშირებს ენერგიის ცვლილებას შესრულებულ მუშაობასთან;
·       მარტივი ცდების საშუალებით აკვირდება პოტენციური და კინეტიკური ენერგიების ერთიდან მეორეში გადასვლას, გამოიტანს შესაბამის დასკვნებ და რაოდენობრივად გამოსახავს პროცესს;
·       ადევატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

ფიზ.IX.8.მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ოპტიკის ძირითადი პრინციპების ანალიზი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  
·       ატარებს ცდებს სინათლის გავრცელების შესასწავლად, იყენებს სხივის გეომეტრიულ მოდელს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებ
·       აკვირდება და აღწერს სინათლის გავრცელებას ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში (ჩრდილის წარმოქმნა, არეკლა, სრულ არეკვლა, შთანთქმა, გარდატეხა), აანალიზებს ამ მოვლენებს სათანადო ფორმულების გამოყენებით;
·       განიხილავს სხივთა სვლას სხვადასხვა ოპტიკურ სისტემში (ბრტყელ-პარალელური ფირფიტა, თხელი ლინზა, სამკუთხა პრიზმა, ბრტყელი სარკე), იყენებს შესაბამის ფორმულებს და აღწერს გამოსახულების მიღებას;
·       მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა ოპტიკური სისტემის (მაგ., ლუპა, მიკროსკოპი, ტელესკოპი) მოქმედების პრინციპის შესახებ, აანალიზებს და აცნობს თანაკლასელებს;
·       გამოსახავს მარტივი სქემის სახით და ადარებს სხვადასხვა ორგანიზმის (მაგ. ძუძუმწოვრების და მწერების) თვალის ოპტიკურ სისტემებს, მსჯელობს განსხვავებებზე;
·       ადევატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

პროგრამის შინაარსი

ათვლის სისტემა. ნივთიერი წერტილი. გადაადგილება.
ვექტორების შეკრება, გამოკლება, გამრავლება სკალარზე, ვექტორის გეგმილი ღერძზე.
მექანიკის ძირითადი ამოცანა. წრფივი თანაბარი მოძრაობა. წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე, როგორც ვექტორი. წრფივი თანაბარი მოძრაობისას კოორდინატისა და სიჩქარის გრაფიკები.
მოძრაობის ფარდობითობა, სიჩქარეთა შეკრება.
არათანაბარი მოძრაობა. საშუალო და მყისი სიჩქარე.
წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობა, სიჩქარე, აჩქარება და გადაადგილება თანაბარაჩქარებული მოძრაობის დროს, აჩქარების ერთეული. სიჩქარისა და აჩქარების გრაფიკები.
სხეულთა თავისუფალი ვარდნა, თავისუფალი ვარდნის აჩქარება.
მრუდწირული მოძრაობა. სიჩქარე და აჩქარება მრუდწირული მოძრაობისას.
წირითი და კუთხური სიჩქარეები. ბრუნვის სიხშირე, პერიოდი.
მზის სისტემის პლანეტების მოძრაობა.
მასა, როგორც  ინერტულობის ზომა. ათვლის ინერციული სისტემები, ნიუტონის კანონები. სიმძიმის ძალა. მსოფლიო მიზიდულობის კანონი. უძრაობისა და მოძრაობის ხახუნის ძალები. სითხეში ან აირში მოძრავ სხეულზე მოქმედი წინააღმდეგობის ძალა.
ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობა, პრაქტიკული მაგალითები.
ნიუტონის კანონების გამოყენება სხეულთა დინამიკის აღსაწერად: სხეულის მოძრაობა დახრილ სიბრტყეზე, გადაბმული სხეულების მოძრაობა, მოძრაობა წრეწირზე. 
დეფორმაციის სახეები, მყარი სხეულის მექანიკური თვისებები.
კოსმოსური სიჩქარეები, ხელოვნური თანამგზავრები, უწონობა და გადატვირთვა.
იმპულსი, იმპულსის მუდმივობის კანონი, რეაქტიული მოძრაობა.
მექანიკური მუშაობა და ენერგია. კონსერვატული ძალების მუშაობა (დრეკადობის ძალისა და სიმძიმის ძალის მუშაობა), პოტენციური და კინეტიკური ენერგია. ერთი სახის ენერგიის გადასვლა მეორეში, ენერგიის გარდაქმნა. მექანიკური ენერგიის მუდმივობის კანონი.
სინათლის წრფივი გავრცელების კანონი, ჩრდილი და ნახევარჩრდილი. სინათლის არეკვლა, გამოსახულება ბრტყელ სარკეში, გარდატეხა, სრული არეკვლა.
სინათლის სიჩქარე და მისი გაზომვა.
სხივთა სვლა ბრტყელ-პარალელურ ფირფიტასა და სამკუთხა პრიზმაში, თხელი ლინზა, გამოსახულების მიღება თხელ ლინზაში, ლინზის ფორმულა. წირითი გადიდება. სხვადასხვა ოპტიკური სისტემა: თვალი. სათვალე.
ლუპა, მიკროსკოპი, ტელესკოპი.





                       

Комментариев нет:

Отправить комментарий